სააკაშვილი პუტინიზმთან მთავარი მებრძოლი მედროშეა, მაგრამ ფეხზე თუ არ წამოდგა, რთული იქნება მისთვის ამ რეჟიმის დამარცხება - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„როდესაც ადამიანი არის პოლიტპატიმარი და ასევე იმ პოლიტიკური კალიბრის მქონე პოლიტიკოსი, როგორიც მიშა სააკაშვილია რეგიონალურ კონტექსტში, პუტინიზმთან მთავარი მებრძოლი და მედროშე აღმოსავლეთ ევროპაში, რა თქმა უნდა, მას დიდი როლი ექნება, ჩემი გადმოსახედიდან, დარწმუნებული ვარ, ამ რეჟიმის დამარცხებაში, მაგრამ ის ჯანმრთელობის კუთხით ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და თუ ფეხზე არ წამოდგა და არ გამოჯანმრთელდა, რთული იქნება მისთვის ამ ფუნქციის, ამ მისის შესრულება, რასაც ჰქვია ამ რეჟიმის დამარცხებაში, მთლიანად ოპოზიციის, საქართველოს და ყველა ჩვენი პროდასავლურად მოაზროვნე თანამოქალაქის დახმარება, ამიტომ ის პირველ რიგში უნდა გადარჩეს, გამოჯანმრთელდეს და მერე თავად მიიღებს, დარწმუნებულ ვარ, ზუსტად იმ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენი ქვეყნის პროდასავლური მომავლისთვის იქნება აუცილებელი“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.