"სანქციები ორი მიმართულებით შეიძლება გაღრმავდეს,  პირველი -  სავიზო შეზღუდვები დაედოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ ასეთი შეზღუდვები არ აქვთ და მეორე, კიდევ უფრო მწვავე - ეს არის ფინანსური. ჩვენი გასაკეთებელი იქნება 26 ოქტომბერს დიდი, მნიშვნელოვანი ცვლილება, იმისათვის, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს ამ რუსული მარწუხებისგან." - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა, ბლინკენის განცხადებაზე

„სანქციები ორი მიმართულებით შეიძლება გაღრმავდეს,  პირველი -  სავიზო შეზღუდვები დაედოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ ასეთი შეზღუდვები არ აქვთ და მეორე კიდევ უფრო მწვავე - ეს არის ფინანსური სანქციები, რომელიც თავისთავად მოიაზრებს ქონებრივ ყადაღას და მათი აქტივების დაყადაღებას, ბიძინა ივანიშვილის და სხვა ოცნების მაღალჩინოსნების.

მაგრამ ჩვენთვის, ქართველებისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის მთელი ამ სანქციების ისტორიაში სხვა რამ უფრო მნიშვნელოვანია და ეს არის ოქტომბრის არჩევნები - ჩვენ გვინდა თუ არა საქართველომ იცხოვროს ისეთი ხელისუფლების, ისეთი მთავრობის პირობებში, რომელიც სანქცირებულია დასავლეთის მხრიდან, რომელიც სანქციების ქვეშ არის შეერთებული შტატების მხრიდან , გვინდა თუ არა ასეთი მთავრობა გვყავდეს.

ჩვენი გასაკეთებელი იქნება 26 ოქტომბერს დიდი, მნიშვნელოვანი ცვლილება, იმისათვის, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს ამ რუსული მარწუხებისგან, ქართული ოცნებისგან და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან და ძალიან მკაფიოდ აიღოს გეზი დასავლეთისკენ, ევროინტეგრაციისკენ და გააღრმაოს სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა