სალომე ზურაბიშვილი თავისი ოფისის ქოცურ წრეში რა განწყობაც არის, იმას ესაუბრება ფრანგულ მედიას - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ეს ფრანგი ქალბატონი ჩარჩენილია შუა საუკუნეებში და ლაპარაკობს, თან აქაც იტყუება, რომ ხალხის უმრავლესობას უნდა, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იჯდეს - ეს თქვა მან ფრანგულ მედიასთან. ხალხის უმრავლესობაზე აპელირებს. ავღანეთის რომელიღაც ტომში ვართ, უმრავლესობის გადაწყვეტილებით ვიხელმძღვანელოთ? თუ  უნდა საუბრობდეს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე, მოსამართლეზე ფრანგულ მედიასთან, რომელსაც პრაქტიკულად თავის ენაზე ელაპარაკება და აგებინებს, თან აქაც იტყუება, ბოლო კვლევებით 63%-ი უჭერს მხარს მიშა სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობა მისი ციხეში გამოკეტვის და იქ მისი წამების მომხრე არ არის. ამ ტყუილებს თავი რომ დავანებოთ, ის აპელირებს შუასაუკუნეობრივი კატეგორიებით. ხალხთან შეხვედრები ჰქონია საერთოდ, ხელი ჩამოურთმევი? თავისი ოფისის ქოცურ წრეში რა განწყობაც არის, იმას ესაუბრება ფრანგულ მედიას“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.