რეიტინგებში ივანიშვილს სააკაშვილი ციხიდან უსწრებს იზოლირებული - ამის შესახებ ნაცმოძრაობის წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ამათ უნდათ, რომ მიშა სულ ციხეში ჰყავდეთ იზოლირებული და ნიკაც სხვათა შორის, იმიტომ რომ საფრთხეს უქმნის მათ ხელისუფლებაში ყოფნას. მიშა ხომ საფრთხობელაა მათი გადმოსახედიდან და გამოუშვან და რეაბილიტაციის შედეგ მიეცეს საშუალება ქართულ პოლიტიკაში ჩაერთოს, გავიდეს ქუჩებში, ხალხს ხელი ჩამოართვას, დაელაპარაკოს, პატარა კამპანია აწარმოოს და აბა ვინ აღმოჩნდება მერე საფრთხობელა და ვინ დამარცხდება პირველივე არჩევნებში, აი მაშინ ვნახოთ. ივანიშვილს რეიტინგებში ციხიდან უსწრებს იზოლირებული, ჯანმრთელობის კუთხით მძიმე მდგომარეობაში მყოფი და რომ იქნება ჯანმრთელი და ქალაქის ქუჩებში ივლის, მერე გაზომონ მისი რეიტინგი და მერე ნახონ ვინ ვის გაუსწრებს და ვინ მოიგებს არჩევნებს“- განაცხადა პეტრე ცისკარისვილმა.