საქართველო პირველად აღნიშნავს ევროპის დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. შემოდგომაზე ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯებს ევროკავშირისკენ, ეს შესაძლებლობა არსებობს, არ გაუშვათ ის ხელიდან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩისნკიმ განცხადა, 

"დღეს ევროპის დღეა. საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. დღეს ჩვენ ვზეიმობთ 27 განსხვავებული კულტურისა და ისტორიის მქონე სახელმწიფოს წარმატებას, რომელიც საერთო ფასეულობებზე დგას. ვზეიმობთ დღეს, რომელიც ეძღვნება მშვიდობას, ერთიანობასა და მრავალფეროვნებას. ეს სწორედ ის ღირებულებებია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს აერთიანებს. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს უამრავ შესაძლებლობას ახალგაზრდებისთვის, ეკონომიკურ სიძლიერეს ოჯახებისთვის და ღირსეულ ცხოვრებას ხანდაზმულებისთვის. ჩვენ გვსურს, საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ამ ერთობის ნაწილი გახდეს. შემოდგომაზე ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს, თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯებს ევროკავშირისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან, დრო იწურება. თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებთ მას. საქართველო მომავალს თავად ქმნით. დარჩით ევროკავშირის გზაზე, ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ. გილოცავთ ევროპის დღეს. წინ, საქართველო, წინ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ  “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

ვენეციის კომისია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტზე დასკვნას საქართველოს პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამოაქვეყნებს