როგორც ევროკავშირი, ჩვენ არ ვართ რევოლუციებით და რეჟიმების ცვლილებებით დაკავებული, ევროკავშირი მუშაობს ყველა დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ამჟამინდელ მთავრობასთან.
„ვიმუშავებთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც აირჩევა, ვიმედოვნებ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე 26 ოქტომბერს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.