საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე FBI-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელს ალექს თიგაის შეხვდა.
გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა,გენერალური პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრისას FBI-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა გენერალურ პროკურორს წარმატებული თანამშრომლობისთვის, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, ქეშ პატელის მადლობის წერილი გადასცა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს პროკურატურასა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების პერსპექტივები.










