ისტ რატერფორდში, „მეტლაიფზე“, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მესამე მერვედფინალური შეხვედრა დასრულდა.
ნორვეგიის და ბრაზილიის შეხვედრაში პროგნოზები არ გამართლდა და ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.
ერლინ ჰოლანის დუბლს ბრაზილიელებმა კომპენსირებული დროის მე-10 წუთზე ნეიმარის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით უპასუხეს.
ნორვეგია - ბრაზილია 2:1(0:0)
გოლები: 79' და 90' ერლინ ჰოლანი 1:0 და 2:0, 90+10' ნეიმარი, თერთმეტმეტრიანიდან 2:1
მე-14 წუთზე ბრუნუ გიმარაეშის დარტყმული თერთმეტმეტრიანი ნორვეგიელთა მეკარე ერიან ნიულანმა მოიგერია.
ერლინ ჰოლანი გატანილი გოლებით მესის და მბაპეს წამოეწია, ნეიმარმა 2023 წლის შემდეგ პირველად გაიტანა ბრაზილიის ნაკრების რიგებში, კარლო ანჩელოტი კი ყოვლისშემძლე არ აღმოჩნდა და ბრაზილია, პირველად 36 წლის მანძილზე, ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში.
ნორვეგია მეოთხედფინალში ინგლისს და მექსიკას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
შეგახსენეთ, რომ პირველ მერვედფინალურ შეხვედრაშ მაროკომ კანადას სძლია, მეორეში კი საფრანგეთმა პარაგვაი დაამარცხა.




