მაქვს დიდი პრივილეგია წარმოვადგენდე ევროკავშირს საქართველოში. ვცდილობ, ჩემი საქმე რაც შეიძლება კარგად შევასრულო, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: „ჰერჩინსკი ტრაგიკული ადამიანია, ყველაფერს აკეთებდა, რომ გაეფუჭებინა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა, დიდ ღირებულებას არ ატარებს ღონისძიება, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ტარდება“.

როგორც ელჩნა განმარტა, მასთან დაკავშირებულ განცხადებებს პერსონალურად არ იღებს.

„საქართველოში ჩემი მუშაობის პირველი დღიდან ჩემი პოლიტიკაა, რომ არ გავაკეთო კომენტარები ქართველი პოლიტიკოსების მიერ ჩემზე გაკაეთებულ განცხადებებზე. მე ამას პერსონალურად არ ვიღებ. მე მაქვს დიდი პრივილეგია წარმოვადგენდე ევროკავშირს საქართველოში. ვცდილობ, ჩემი საქმე რაც შეიძლება კარგად შევასრულო“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.