საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს.
"30 დეკემბერს, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მორიგი გამოჩენისას, აღიარა ბალანსის პრობლემა ხელისუფლებაში და ამ პრობლემის კონსტიტუციური მოწესრიგების ნაცვლად, საკუთარი თავი შემოგვთავაზა საკუთარი მთავრობის დამბალანსებლის როლში.
დემოკრატიულ სისტემებში, მსგავსი რამ, უბრალოდ, არ არსებობს, მიუღებელია, და, რაც მთავარია, შეუძლებელია ერთი ადამიანი წარმოადგენდეს სახელმწიფოს სტაბილურობის გარანტს, მით უფრო, საკუთარი თავის დამბალანსებლის გარანტს.
სახელმწიფო მართვისას დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ინსტიტუტების (და არა ცალკეული ადამიანების) არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელისუფლებო შტოებს შორის წონასწორობის შენარჩუნებისა და ბალანსის უზრუნველყოფისთვის. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა ამაში ყველა დაგვარწმუნა.
ამიტომ, ჩვენი გუნდი, პარტია „საქართველოსთვის“, წარვადგენთ ინიციატივას, შეიცვალოს კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით აირჩიონ საქართველოს მოქალაქეებმა.
ეს უზრუნველყოფს მომავალი პრეზიდენტის მაღალ ლეგიტიმაციას და დამოუკიდებლობას, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენს საშინაო პოლიტიკაში არსებული მაღალი პოლარიზაციის და რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით.
ბოლო სამი წლის პრაქტიკამ აჩვენა, რომ პირდაპირ არჩეულმა პრეზიდენტმა (მიუხედავად იმისა, ვინ იყვნენ მისი მხარდამჭერები წარსულში თუ დღეს), გაცილებით მეტად შეძლო დამბალანსებლის ფუნქციის შესრულება.
აღარაფერს ვამბობთ, საერთაშორისო მაგალითებზე, როდესაც სისტემის საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოებს შეუცვლიათ მოქმედი პრაქტიკა და დაუბრუნებიათ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ჩეხეთში 2012 წელს.
ვთავაზობთ „ოცნების“ ხელისუფლებას, საგაზაფხულო სესიიდანვე დავიწყოთ ამ ცვლილებაზე მუშაობა, მხარდაჭერას ვთხოვთ, ასევე, ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური პარტიებისა და ჯგუფების წარმომადგენლებს, დამოუკიდებელ დეპუტატებს.
საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის წესის დაბრუნება, საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევამდე სრულად მოსწრებადია.
For Georgia party statement: The rule of direct election of the President should be restored
On December 30th, Bidzina Ivanishvili, re-emerging in Georgian politics, acknowledged the government's lack of checks and balances. Instead of addressing this constitutionally, he positioned himself as a counterbalance to his government. Such a scenario is incompatible with a democratic system. It's impossible for one person to guarantee state stability, especially in terms of self-balance.
To ensure a robust checks and balances system, independent and legitimate state institutions are crucial, not individuals. Recent political developments in our country have made this abundantly clear. Therefore, our team, the political party For Georgia, proposes an initiative to change the presidential election process. We suggest the future President of Georgia be directly elected by the citizens, rather than being elected by the Electoral Collegial Body.
This amendment will ensure the high legitimacy and independence of the future President, which is vital considering the highly polarized domestic political atmosphere and regional security threats. The last three years have demonstrated that a directly elected president, regardless of past or present support, can effectively carry out the balancing function.
We do not need to look far for international examples; the change in the Czech Republic in 2012 to direct presidential elections is a case in point. We urge the Georgian Dream to start working on this constitutional amendment from the Spring parliamentary session and ask our colleagues from the opposition to support this initiative. The restoration of the rule for the President's direct election is fully achievable before the expiration of the current President’s term." - ნათქვამია პარტია "საქართველოსთვის" განცხადებაში.