Edison Research-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:
ქართული ოცნება - 36.6%
ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი - 21.5%
საქართველოსთვის - 8.8%
ლელო - 6.7%
გირჩი/დროა - 5%
ლეიბორისტული პარტია - 4.7%
ხალხისთვის - 3.7%
ალტ-ინფო - 3%
გირჩი (იაგო ხვიჩია) - 2.9%
ხალხის ძალა - 2.5%
მოქალაქეები - 1.7%
პატრიოტთა ალიანსი - 1.7%
ევროპული საქართველო - 0.7%
სხვა - 0.5%
ამავე კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა 70% თავის პოლიტიკური არჩევანში დარწმუნებულია:
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში.