პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვიცე სპიკერი პოსტზე “ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი აირჩიეს.
რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც 15 ნოემბერს მესამე მოსმენით განიხილეს და დაამტკიცეს, პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა ხუთიდან შვიდ ვიცე სპიკერამდე გაიზარდა. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს სამი მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და სამი მოადგილე - საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან.
დღეიდან მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ წარდგენით არჩეული ვიცე-სპიკერები არიან: ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი კახიანი და არჩილ თალაკვაძე პარლამენტს ასევე ჰყავს პირველი ვიცე-სპიკერი, რა თანამდებობასაც გია ვოლსკი იკავებს.
ოპოზიციის კვოტით, პარლამენტის ვიცე სპიკერია პოლიტიკური ჯგუფ “ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე. მეორე ვიცე სპიკერის თანამდებობაზე “ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა “ქართული ოცნების“ უმრავლესობა მას მხარს არ უჭერს.
შესაბამისად, ამ დროისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები არიან გია ვოლსკი, ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი კახიანი, არჩილ თალაკვაძე და ავთანდილ ენუქიძე.