პაატა მანჯგალაძე: კობახიძის გაგებით, პრეზიდენტს დამოუკიდებლად მხოლოდ საკუთარი ძაღლის გასეირნება შეუძლია, ისიც მთავრობის მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის გასამართლების პროცესს გამოეხმაურა.
როგორც მიმდინარე საკონსტიტუციო განხილვამ აჩვენა, ეს არის მასკარადი, ერთგვარი ქოცური დრამატურგია, რომლის უმთავრესი მიზანია საქართველოს ევროპული გზისთვის მაქსიმალური ხელის შეშლა.
ქოცის ლოგიკით პრეზიდენტის ნებისმიერი ქმედება კონსტიტუციის 52-ე მუხლშია მოქცეული და არა მარტო საგარეო ვიზიტებზე სჭირდება ღარიბაშვილის თანხმობა ზურაბიშვილს, არამედ ქვეყნის შიგნით უცხოელი სტუმრების მიღებაზეც , მიუხედავად შეხვედრის შინაარსისა. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, კობახიძის გაგებით, პრეზიდენტი არის არა უმაღლესი წარმომადგენელი და სახელმწიფოს მეთაური, არამედ ერთგვარი დაპროგრამებული ბიო რობოტი, რომელსაც დამოუკიდებლად მხოლოდ საკუთარი ძაღლის გასეირნება შეუძლია ისიც მხოლოდ მთავრობის მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე.
ეჰ, ნეტა მართლა სხვა სატკივარი და პარობლემა არ ჰქონდეს საქართველოს, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.