ევროპაში არიან სკეპტიკოსებიც, რომლებიც მიზეზს ეძებენ, რომ გაფართოება არ იყოს, მაგრამ ჩვენს მტრებს არგუმენტები არ უნდა მივცეთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„ევროპაში არიან სკეპტიკოსებიც, რომლებიც მიზეზს ეძებენ, რომ გაფართოება არ იყოს და თავის რიგებში საქართველოს ტიპის პრობლემური ქვეყნები არ მიიღონ, მაგრამ ჩვენს მტრებს არგუმენტები არ უნდა მივცეთ. მთავარი პრობლემა არის „ქართული ოცნება“. საბაბის ძებნა იმაში, რომ დავიბენით და ვერ ვაგნებთ ბრიუსელს, ეს არასწორი იქნება, იმიტომ რომ საქართველოს სიძლიერე არ არსებობს ნატოსა და ევროკავშირის გარეშე“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.