ჩვენი ბიჭების გამარჯვებით საქართველო, ფაქტობრივად, ევროკავშირის დე ფაქტო წევრი გახდა, ამას პოლიტიკური გამარჯვებები უნდა მოჰყვეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ერთიანობით შეძლებს, ევროკავშირის წევრი გახდეს.
„ჩვენმა ბიჭებმა მართლა შეუძლებელი შეძლეს, ბევრი თაობის ოცნება და ნატვრა შეასრულეს. ეს დიდი წარმატებაა დიდ გზაზე. ფაქტობრივად, ბიჭებმა შეძლეს, რომ ამ გამარჯვებით საქართველო ევროკავშირის დე ფაქტო წევრი გახდა. ამას პოლიტიკური გამარჯვებები უნდა მოჰყვეს. დარწმუნებული ვარ, ერმა როგორც ეს გამარჯვება მოახერხა, ერთიანობით იმასაც შევძლებთ, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ. საქართველომ ევროპა დემოკრატიით გააოცა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.