მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დღეს გასამართ დებატებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს.
"არავის არ აქვს უფლება, რომ გამართოს დებატები ახალგაზრდებისა და მომიტინგეების სახელით. მით უმეტეს, როცა მეორე მხარე არაფერს არ წარმოადგენს გარდა ხუნტისა. - წერს პაატა ბურჭულაძე"ფეისბუკში" წერს.
"ქართული ოცნების" მთავრობის ყოფილმა მინისტრებმა, თინათინ ხიდაშელმა და მიხეილ ჯანელიძემ „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი თავად გამოთქვეს.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ, შალვა პაპუაშვილთან ერთად, შესთავაზა საზოგადოებრივ მაუწყებელს, 4 დეკემბერს დაუთმოს ეთერი მიხეილ ჯანელიძესა და თინათინ ხიდაშელთან საჯარო დისკუსიისთვის.