ყველაზე დიდი საქმე მოხდა - გავიმარჯვეთ და ახლა მეორე დიდი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, რომ ეს გამარჯვება არ უნდა მოვაპარიოთ და ამიტომაც იწყება ორშაბათს აქციებია, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

„მთავარი, რაც გაკეთდა ამ არჩევნებით, გაკეთდა ის რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. ეს ყველამ იცის, თვითონაც იცის „ოცნებამ“ რომ მათ წააგეს, ეს ერთი დიდი რამ გაკეთდა. ამის მერე ჩვენ რა უნდა ვქნათ? - ამას, მოგებას უნდა შენარჩუნება, ამას უნდა დაცვა და ზუსტად დღეს ვართ ამ მომენტში, რომ უნდა დავიცვათ, ყველა პირობა გვაქვს იმისა, რომ დავიცვათ. „ფეისბუქზე“ ხანდახან რაღაც განცხადებებს ვკითხულობ, ხელი აქვთ ჩაქნეული ვიღაცებს, რა ხელის ჩაქნევის დროა? ყველაზე დიდი საქმე მოხდა - გავიმარჯვეთ და ახლა მეორე დიდი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, რომ ეს გამარჯვება არ უნდა მოვაპარიოთ და ამიტომაც იწყება ორშაბათს აქციები“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძე, „ფორმულას“ ეთერში.