ოპოზიციის კვოტით ვიცე სპიკერის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარედგინება.

ვიცე სპიკერის თანამდებობაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის კანდიდატურა პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა.

ლევან ბეჟაშვილის ვიცე სპიკერად არჩევას 76-ხმიანი მხარდაჭერა სჭირდება.

პარლამენტში ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩიეს.