ჩვენ ძალგვიძს შესაბამისი ცვლილებების განხორციელება იმისათვის, რომ საზოგადოებას, თითოეულ მოქალაქეს უკეთესობა მოვუტანოთ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მწყობრი ხედვა, როგორ განვითარდეს ქვეყანა იმიტომ, რომ დღეს პოლიტიკოსებს რაც გვაკლია ეს არის ის, რომ საზოგადოებამ დაინახოს ამა თუ იმ პარტიაში რწმენა იმისა, რომ ჩვენ ძალგვიძს შესაბამისი ცვლილებების განხორციელება იმისათვის, რომ საზოგადოებას, თითოეულ მოქალაქეს უკეთესობა მოვუტანოთ. ამ მხრივ ჩვენი რესურსი არის საკმარისი, რომ უახლოეს პერიოდის განმავლობაში, უკვე პროგრამები ვაჩვენოთ საზოგადოებას, თუ როგორ აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლას"- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.