დაინახეს იმედის ჟურნალისტების სოლიდარობა თავიანთი კოლეგის მიმართ და ამ ზონდერმა ჟურნალისტებმა იქით დაიწყეს ზეწოლა და მორიგი მოწოდებები - გაწყვიტეთ ყველასთან ურთიერთობა და პარლამენტის დერეფნებში ნუ მიესალმებითო,- ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ოპოზიციონერი ჟურნალისტების განცხადებებს.
მისივე თქმით, იმედის ჟურნალისტების დევნისთვის ოპოზიციონერ ჟურნალისტებს ცხოვრებაში ერთხელაც კი სინანული, არ გამოუხატავთ, არც თანადგომა, თავად კრიმინალებსა და დამნაშავეებს ემსახურებიან საკუთარ ტელევიზიებში.
„დაინახეს იმედის ჟურნალისტების სოლიდარობა თავიანთი კოლეგის მიმართ და ამ ზონდერმა ჟურნალისტებმა იქით დაიწყეს ზეწოლა და მორიგი მოწოდებები - გაწყვიტეთ ყველასთან ურთიერთობა და პარლამენტის დერეფნებში ნუ მიესალმებითო. იმედის ჟურნალისტების დევნისთვის ცხოვრებაში ერთხელაც კი სინანული, რომ არ გამოუხატავთ, არც თანადგომა, თავად კრიმინალებსა და დამნაშავეებს რომ ემსახურებიან საკუთარ ტელევიზიებში, 7 ნოემბერს რომ ნატრობენ… აი ასეთ ხალხს საერთოდ რა მორალზე უნდა ელაპარაკო ადამიანი?! სამწუხაროდ ასეა, სწორი ადამიანის ქცევა, არასწორისთვის მხოლოდ დამატებითი სითამამის საბაბი ხდება… კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ღორებს მარგალიტი არ უნდა დაუყარო…“,- წერს ნინო წილოსანი.