გაირკვევა სიმართლე მათი ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებთან დაკავშირებით და რაც მთავარია, საქართველოს განვითარების გზა უწყვეტად გაგრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა თბილისში მარშის „ჩვენი ხმა ევროკავშირს“ ორგანიზატორებზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ გვახსენდება, როდესაც ისინი დადიოდნენ სხვადასხვა ევროსტრუქტურაში და როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ არ ერიდებოდნენ განცხადებებს, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. აი, ამ ყველაფრის ფონზე, ვინმესთვის თუ არის დამაჯერებელი დროშების ფრიალი და მათი გულზე მჯიღის ცემა, ვფიქრობ, ეს ადამიანები საერთოდ მოწყვეტილები არიან რეალობას. სიმართლე ყოველთვის ირკვევა. ასევე გაირკვევა სიმართლე, მათი ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებთან დაკავშირებით და რაც მთავარია, საქართველოს განვითარების გზა უწყვეტად გაგრძელდება“, - განაცხადა წილოსანმა.
თბილისში მიმდინარეობს მარში სახელწოდებით „ჩვენი ხმა ევროკავშირს“.