მთელი ორი წლის განმავლობაში, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებდა რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა „ქრონიკასთან“ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

„უკვე აღარც საჯაროდ ერიდებიან განცხადებას, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ნიშნავს, „ქართული ოცნების“ აპრიორ გამარჯვებას და ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციის ტყუილი ნარატივი პრორუსულობასთან დაკავშირებით ხუხულასავით იშლება“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.