ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე 50 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.

მათივე ცნობით, ადგილზე მყოფი ექიმები სრულ მზადყოფნაში არიან, რათა საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს დაუყოვნებლივ გაუწიონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.