გია ვოლსკის კაცობას რომ დაუწუნებ, საერთოდ გონზე არ უნდა იყო კაცობა რა არის!! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც სალომე ზურაბიშვილის მიერ გია ვოლსკის მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„რომ ფიქრობ ეხლა რაღა უმსგავსობა უნდა გააკეთოს, სამწუხაროდ, ჩვენივე არჩეულმა პრეზიდენტმა.. ყოველ ჯერზე ახალ რეკორდს ხსნის..
გია ვოლსკის კაცობას რომ დაუწუნებ, საერთოდ გონზე არ უნდა იყო კაცობა რა არის !!
Giorgi Volski ჩემი დიდი პატივისცემა შენ“,- წერს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გია ვოლსკის მისამართით დაწერა: „ამას ვერც პოლიტიკას და ვერც პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ და ამას კაცობა რომ არ ქვია, ეს კი ყველას გვესმის!“