ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
"ეს დღეები ბაბიზე უაზრო ღლიცინს რომ უერთდებოდა საზოგადოება, იმან გამოკვება უფრო მეტი საზიზღრობა და უკვე დანაშაულის ფორმა მიიღო ❌
იმედი მაქვს ყველა ვინც ჩართული იყო ამ სიბინძურის მომზადებასა და გავრცელებაში სათითაოდ აგებს პასუხს!!"- წერს ნინო წილოსანი.
ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან" ბენდის მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: ვიდეო მონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩატებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ - არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს!