ჩვენ ერთგული ვრჩებით იდეის, რომ საქართველო ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი უნდა გახდეს, თუმცა გვაქვს წითელი ხაზებიც ეს წითელი ხაზია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, სადაც ჩარევის უფლებას ვერავის მივცემთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა,
„ევროკავშირის ბიუროკრატია საკმაოდ რთულ პერიოდს გადის მას შემდეგ, რაც აშშ-ის მხრიდან ისინი არაერთხელ იყვნენ გაკრიტიკებული სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის გამო, სიტყვის თავისუფლების ჩახშობის გამო და იმ არაფორმალურ გავლენებზე დაქვემდებარებების გამო, რომელზეც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ“, - აღნიშნა ნინო წილოსანი







