"ყველა მსგავსი აქტი თუ რეზოლუცია, გარედან წამოსული განცხადება თუ მუქარა, ყოველთვის ოპოზიციური მუხტის გამოცოცხლებასა და მათ რეაბილიტაციას ემსახურება", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს:
"მეგობრობის აქტის რა გითხრათ, მტრული უფროა...
ახლა, უფრო იმაზე გავამახვილებ ყურადღებას, რომ ყველა მსგავსი აქტი თუ რეზოლუცია, გარედან წამოსული განცხადება თუ მუქარა, ყოველთვის ოპოზიციური მუხტის გამოცოცხლებასა და მათ რეაბილიტაციას ემსახურება.
კონკრეტულად ამ შემთხვევაში, 31 მარტის აქციისთვის სულის ჩადგმას, მაგრამ სულს ვერ ჩაუდგამ იმას, რასაც სული არ გააჩნია..."- წერს ნინო წილოსანი.