დღეს ის ადამიანები მასწავლიან ევროპელობას, რომლებიც 9 აპრილის შემდეგ კომპარტიაში შევიდნენ, - ამის შესახებ „ვივა-მედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

„ყველაზე მეტად ვის სჭირდება საქართველოში არეულობა? ვის აინტერესებს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია? - რუსების მეტს ვინმეს აინტერესებს? მიდის ყველაფერი იქითკენ, რომ რაც შეიძლება დააკნინონ სახელმწიფო ინსტიტუტები. მოიცადე არჩევნებამდე, ხომ ამბობენ, რომ ვიმარჯვებთო, გაიმარჯვე და გააუქმე ის კანონი.

დღეს ის ადამიანები მასწავლიან ევროპელობას, რომლებიც 9 აპრილის შემდეგ კომპარტიაში შევიდნენ, მასწავლიან მე, რომელსაც მამა ხუთი წლიდან მინერგავდა რომ ყველაზე დიდი მტერი არის საბჭოთა რუსეთი. ეს არის მათი ორსახოვნება. სისხლში, დნმ-ში უზით „კა-გე-ბეს“ კანონები. ეს ბავშვები არ მოსწრებიან იმ პერიოდის. დღეს არავინ დადის წართმეული მანქანით, არავის მამისთვის ბიზნესი არ წაურთმევიათ. ეს ბავშვები იმ დროს არიან გაზრდილები, როდესაც ეს არ შეეხოთ, თორემ ძალიან ბევრი ვიცი, რომელთა მამებიც დაიჭირეს, დედებიც, დააწიოკეს და უბედურება დამართეს“, - განაცხადა ნინო ნადირაძემ.