მაინტერესებს, ვინ აფინანსებდა იმ ხალხს, რომლებიც უმძიმეს ფსიქოლოგიურ ტერორში გვამყოფებდნენ, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.

,,პირადად მე მაინტერესებს, ვინ აფინანსებდა იმ ხალხს და რა თანხებით ( ენჯეოებს, რაღაც კომისიებს, ჟურნალისტებს) რომლებიც გვაიძულებდნენ ტყუილ დიაგნოზებზე ხელის მოწერას და მეძახდნენ მენგელეს, პილატეს და კიდევ არ ვიცი რას, გვიტარებდნენ სატელევიზიო სასამართლოებს და გვამყოფებდნენ უმძიმეს ფსიქოლოგიურ ტერორში",- წერს ნინო ნადირაძე.