"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, "Facebook"-ის რეკლამებში ბოლო ერთი თვის განმავლობაში, 34 000 დოლარი დახარჯა. 

მელიას ოფიციალური გვერდის მონაცემებში აღნიშნულია, რომ მას 2024 წლის 3 სექტემბრიდან ამავე წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით, რეკლამებში 34 000 დოლარზე მეტი აქვს დახარჯული. ასევე ცნობილია, რომ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ყრილობაზე მისი სიტყვით გამოსვლის ამსახველი მხოლოდ ერთი ვიდეოს რეკლამისთვის, ნიკა მელიამ 8 000 დოლარი დახარჯა.