ჩვენს კოალიციაში განსხვავებული ხალხია შეკრებილი, ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე, გვაკავშირებს მომავალი, გვაერთიანებს მომავალი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებების“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც გაჩნდა, რეალიზებული იქნება, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ცვლილებას აირჩევენ.
„წინ არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, წინ არის გამარჯვება, სადაც დიდი მორალური უპირატესობის გარეშე, სიმტკიცის გარეშე, რწმენის გარეშე გამარჯვებები არ მოიპოვება. ჩვენს კოალიციაში განსხვავებული ხალხია შეკრებილი, ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე, გვაკავშირებს მომავალი, გვაერთიანებს მომავალი. აქ არის ხალხი, რომელიც სიის გარშემო პარლამენტში მოსახვედრად არ არის გაერთიანებული. მთავარი მოქმედი პირი ამ ბრძოლაში იქნება საქართველოს მოქალაქე და ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც გაჩნდა, იქნება რეალიზებული.
ქვეყანაში მდიდრდება მცირე კლანი ივანიშვილის გარშემო, რომლებიც მზად არიან, ტაში დაუკრან ყველაფერს, რასაც ივანიშვილი იტყვის.
ნებისმიერი მომდევნო ხელისუფლება, რომელიც აირჩევა 27 ოქტომბრის მერე, ეს იქნება კოალიციური მთავრობა, სადაც ჩვენი კოალიცია ყველაზე მსუყედ იქნება წარმოდგენილი, ჩვენ ჩავდგებით ხალხის სამსახურში. ჩვენ ვიბრძვით ძირეული ცვლილებებისთვის. 26 ოქტომბერს უნდა მოვიტანოთ გამარჯვება, რომელიც ბედნიერებას უკან დააბრუნებს, რწმენას დააბრუნებს და საქართველოს გააწევრიანებს წარმატებულ სახელმწიფოთა რიგებში. ძალა არის მრავალფეროვნებაში, ძალა ერთსულოვნებაშია, გამბედაობა გჭირდება. ქუდზე კაცი იქნება 26 ოქტომბერს ღიმილით საარჩევნო უბნებთან, მტკიცედ მისცემს ხმას საქართველოს უკეთეს მომავალს და ნებისმიერი ჩვენგანი წვრილს შეიტანს საქართველოს უკეთეს მომავალში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.