კეთილდღეობით წინსვლა რაში გამოიხატება? იმაში რომ 17 წლამდე 200 ათასი ახალგაზრდა სოციალურად დაუცველთა ბაზაშია და სიღარიბის მიღმაა? ეს არის კეთილდღეობა?! - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

„ეს არის ყველაზე კორუმპირებული ხელისუფლება, რომელიც ამ სახელმწიფოს ჰყოლია. რომელ მშვიდობაზე საუბრობს „ქართული ოცნება“, როდესაც სპეცრაზმელები დედაქალაქის მთავარ ქუჩებზე და გამზირებზე სტუდენტ-ახალგაზრდებს, არა მხოლოდ სტუდენტებს, კიდევ უფრო მოზარდ ახალგაზრდებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ვინაიდან ევროკავშირის და საქართველოს დროშები ეჭირათ ხელში და აპროტესტებდნენ რუსულ პოლიტიკას. კეთილდღეობით წინსვლა რაში გამოიხატება? იმაში რომ 17 წლამდე 200 ათასი ახალგაზრდა სოციალურად დაუცველთა ბაზაშია და სიღარიბის მიღმაა? ეს არის კეთილდღეობა?!, - განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.