რამე თუ გვართმევს ქართველობას, გვართმევს ეს, რაც დღეს ხდება ყვარელში, რუსი მაღალჩინოსნების პირად დაცვად ქცეული ქართველი "სამართალდამცავები".
რა არის ქართველობა თუ არა ღირსება, ისტორიის პატივისცემა და იმ გმირების ხსოვნა რომლებმაც ქვეყნის თავისუფლებას თავი შესწირეს... - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
"ვინმე თუ გვართმევს ქართველობას და ჩვენ იდენტობად მხოლოდ ქეიფისა და დროისსატარებელ ადგილად ყოფნას აქცევს, არის რუსეთი...
18:00 ვიკრიბებით რუსთაველზე, ღირსებითა და სიმართლით!
გავაპროტესტოთ ყველგან სადაც შეგვიძლია, ყველამ ვისაც შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია!" - წერს ნიკა მელია.