დღეს 20:00 პარლამენტთან, ვაპროტესტებთ მიზეზს და არა შედეგს! - წერს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში:
"დღეს 20:00 პარლამენტთან, ვაპროტესტებთ მიზეზს და არა შედეგს!რუსეთი ოკუპანტია, საქართველოს კი ღიად პრორუსული ხელისუფლება მართავს, ზუსტად ესაა მიზეზი, რასაც შედეგად მოჰყვება ყველაფერი რუსული: კანონი, თვითმფრინავი, სახელმწიფოს მართვის სტილი....რუსულ კანონს ევროპაში არ იღებენ, რუსული თვითმფრინავები ევროპაში არ დაფრინავენ, ოლიგარქები ევროპაში ქვეყნებს არ მართავენ!
საქართველოს ისტორიული არჩევანი ევროპაა, საქართველოს მომავალი ევროპაა!"
შეგახსენებთ: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი დაჯდა. მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანიამ “აზიმუტი” შეასრულა".