ენმ-ს ამჟამინდელი მენეჯმენტი ნაცვლად იმისა, რომ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს შველოდეს, იქით მოუწოდებს, დაგვეხმარეო - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც 2024 წლის არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს დაყენებაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„ჩემი აზრით, ძალიან უცნაურია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის" ამჟამინდელი მენეჯმენტი ნაცვლად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს შველოდეს, ახლა როცა ძალიან მძიმე, მთელი რიგი შეცდომების შემდეგ მათ აღმოაჩინეს საკუთარი თავი უმწეო მდგომარეობაში, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებენ, რომ დაგვეხმარეო. ამიტომ ეს, ჩემი აზრით, მორალურადაც გაუმართლებელია, თავი, რომ დავანებოთ პოლიტიკურ თვალსაზრისს", - განაცხადა მელიამ.