დარწმუნებული ვარ გიგი უგულავა ნანობს იმ განცხადებას, რითიც შეურაცხყოფა მიაყენა "ნაციონალური მოძრაობის" 500 ათას ამომრჩეველს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ტელეკომპანია "იმედთან" განაცხადა. 

"სამწუხარო  იყო რაც გიგი უგულავამ განაცხადა. დარწმუნებული ვარ, დღეს ნანობს ამას. მას ეს არ უნდა ეთქვა. ადამიანი რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოუშვეს ციხიდან, თავის თანაგუნდელებს ჯართს უწოდებს... 

რეალურად მან თქვა, რომ თქვენ ყველანი ხართ ჯართი - მე და ბოკერია ვართ მომავალი. მან თქვა რომ, თქვენ ხართ ჯართი, არ შეგიძიათ ბრძოლა და არაფორმალური მმართველობის დამარცხება, მაგრამ ხათუნა გოგორიშვილს, ირმა ნადირაშვილს, გიგა ბოკერიას შეუძლია. ეს გვითხრა ციხიდან რამდენიმე დღით ადრე გამოშვებულმა გიგი უგულავამ, რაც ადამიანურად საწყენია.

მან შეურაცხყოფა მიაყენა 500 ათას ამომრჩეველს. დიახ, ხუთასიათასი ამომრჩეველია შეურაცხყფილი და არა ნიკა მელია", - განაცხადა ნიკა მელიამ