"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთერთი ლიდერი ნიკა მელია "ქართული ოცნების" მისამართით შეცვლილი განცხადბებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"რეჟიმის მთელი ოპტიმიზმი ტრამპის ინაუგურაციას უკავშირდებოდა და მოუთმენლად ელოდნენ 20 იანვარს. ე.წ. გადატვირთვით ამხნევებდნენ საკუთარ მომხრეებს და ამშვიდებდნენ სანქცირებისთვის განწირულ თანაგუნდელებს. ახლა კი, ეს მირაჟიც უქრებათ. უკვე იმაზე ალაპარაკდნენ რომ ტრამპთან დაკავშირებით, საქართველო არც უიმედოდ უნდა იყოს და არც ზედმეტი იმედები უნდა დაამყაროს.

"თუ ტრამპი შეძლებს ამოძირკვოს არაფორმალური გავლენები, ჩვენზე წნეხი იხსნება, თუ ეს ვერ მოხდა, მაშინ ტურბულენტობა გაგრძელდება", - ამბობს მდინარაძე და უკვე ცხადია რასაც იტყვიან 20 იანვრის შემდეგ - რომ ტრამპმა ამერიკაში ვერ ამოძირკვა არაფორმალური გავლენები.

წყალწაღებულ რეჟიმს ხავსიც ხელიდან ეცლება", - წერს  ნიკა მელია.

ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე და რატომ: ტრამპის ორი მთავარი დაპირება გახსოვთ, ხომ? სუბიექტურად, ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ორივე დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს. ჩვენ გვაწყობს ერთი - ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და მეორე - „დიფ სტეიტის“ დამარცხება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა.