ახლა ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი საქმე და მხოლოდ ერთი სამსახური - ქვეყნის სამსახური, რომ გვქონდეს ქვეყანა და ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მომავალი", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილების" ერთერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს:
"როგორი ცარიელია დილის თბილისი (არადა როგორც წესი, საცობების დროა), თითქოს სამსახურში არავინ მიდის და სკოლაში არავის მიჰყავს ბავშვები;
ახლა ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი საქმე და მხოლოდ ერთი სამსახური - ქვეყნის სამსახური, რომ ხვალ გვქონდეს ქვეყანა და ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მომავალი, ჰქონდეთ სკოლა სადაც საქართველოს ისტორიას ისწავლიან და არა საქართველოს გასაბჭოების მორიგ ტრაგედიას.
შევხვდებით დღეს.."- წერს ნიკა მელია.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, რუსთველი გამზირზე, დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს.
ტერიტორიაზე დემონსტრანტები აღარ იმყოფებიან, თუმცა საპოლიციო დანაყოფების ნაწილი ადგილზე რჩებიან.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს დაშავდნენ ჟურნალისტები, ოპერატორები და შსს-ს თანამშრომლები.
შეგახსენებთ, შსს-მ პარლამენტთან მიმდინარე აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.
მანამდე კი შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადა ნათქვამი იყო აქცია გასცდა მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, დაემორჩილეთ სამართალდამცველთა მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვიყენებთ სპეციალურ საშუალებებს.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ". რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა.