უაპელაციოდ არ მინდა ხელი დავადო „ქართული ოცნების“ რომელიმე კონკრეტულ ლიდერს, მაგრამ რა თქმა უნდა, სამტრედიაში კალაძის კლანის წარმომადგენლები, ასე ლაჩრულად მოქმედებენ, - ამის შესახებ „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითას სამტრედიაში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
„არ ვიცი ვინ არის და არც მაქვს სურვილი ვიცოდე ვინ არის, მათი კრებსითი სახელი არის - ოლიგარქიული რეჟიმის წარმომადგენლები. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად აქვთ საფუძველი ინერვიულონ, ესენი არიან ადამიანები, რომელთაც ხელს უშლით განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები, ამ შემთხვევაში ჩვენ. დიახაც, დღეს ჩვენ გავხსენით ოფისი, სადაც მიმდინარეობდა შეხვედრა ჩვენს მხარდამჭერებთან, რომლებიც წარმოადგენენ განსხვავებულ ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები იყვნენ, მათ შორის „ქართული ოცნების“. უაპელაციოდ არ მინდა ხელი დავადო „ქართული ოცნების“ რომელიმე კონკრეტულ ლიდერს, მაგრამ რაც ხდება ბოლო თვეების განმავლობაში, როდესაც ახალგაზრდებს და არა მარტო ახალგაზრდებს სახლებთან უსაფრთდებოდნენ და მხოლოდ იმიტომ უსწორდებოდნენ ფიზიკურად, რომ ისინი იცავდნენ საკუთარი ქვეყნის ინტერესს, არანაირი გასაკვირი არ უნდა იყოს... ამაზე უარესიც მოხდება, მაგრამ ეს ხელისუფლება დამარცხდება და მათთვის იქნება ეს ყველაზე მძიმე განაჩენი 26 ოქტომბერს. ქართველი ხალხი გაცილებით უფრო დიდ უმრავლესობაშია, ვიდრე კალაძე-ივანიშვილის კლანი. რა თქმა უნდა, სამტრედიაში კალაძის კლანის წარმომადგენლები, ასე ლაჩრულად მოქმედებენ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.