"ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის, პატიმრის (მიხეილ სააკაშვილი.რედ) ინსტრუმენტალიზაციას ახდენდნენ, 65 კილოგრამიანი ადამიანის ინსტრუმენტალიზაციას ახდენდნენ. და დღეს ჩამი-ჩუმი არ ისმის. 50 კაციანი და 100 კაციანი აქციები თუ იყო ამოცანა ამ ადამიანების, ეს უნდა გაეკეთებინათ?!" - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.
"იყვნენ ადამიანები, რამდენიმე კანდიდატი ხომ იყო, ყოველ დღე ატარებდა აქციას...
გიორგი მუმლაძე ხომ გახსოვთ, ყოველ დღე 31 დეკემბერს, მიშა კვდება, მიშა ხვალამდე ვერ გაძლებს, მელია რას აკეთებს, სად ხარ, ყოველ დღე, დღეში სამჯერ კლავდნენ კაცს. დილით, დღისით და საღამო, ღამითაც. 4-ჯერ. დღეს ეს ადამიანი არ ჩანს საერთოდ, უკეთ არის?!
კარგით, მე არ ვვარგივარ და ვერ გავაკეთე, შენ რას აკეთებ, სად არის უწყვეტი აქციები?! - თავისივე დაპირების ტყვეობაში აღმოჩნდნენ, რადგან მათ ძალიან კარგად იცოდნენ რაზედაც მე ვსაუბრობდი. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გზა ვერ იქნებოდა მოკლე და ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაზე გადიოდა.
სამწუხაროდ, რაციონალური აზრი დამარცხდა ემოციის პირისპირ. შედეგად მივიღეთ ის, რომ პარტია დაიცალა ემოციისგან, რაციონალისზმისგან და არ იციან რას აკეთებენ." - განაცხადა ნიკა მელიამ