""როდესაც ასეთ საერთაშორისო სკანდალში გაეხვევი, მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა, ვუსურვებ დათო კეზერაშვილს სიმართლე ეპოვოს., რომ არ აღმოჩნდეს ბრალდებული მის გარემოცვასთან ერთად, ამას გულწრფელად ვამბობ, მაგრამ ხომ არსებობს ორი მაღალი ალბათობა ან ამ საქმეში იგი გამტყუნდება ან გამართლდება, ან მისი რომელიმე გარემოცვის წევრი გამტყუნდეს, ეს ძალიან დიდი პრობლემაა. და ნაცვლად იმისა რომ დისტანცირებული იყოს პარტია "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც რეპუტაციულად არანაკლებ დაზიანდა, განსაკუთრებით ამის შემდეგ პირიქით, უფრო და უფრო იწეპებს და არა მხოლოდ მას. რა ხდება, ამ ქვეყნის მომავლით ვთამაშობთ?!" - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ გადაცემაში "რეაქცია" განაცხადა.
პასუხისმგებლობიანი პარტიის თავმჯდომარე და ლიდერშიპი როგორ მოიქცეოდა? მაქსიმალურად სთხოვდა, რომ დისტანცირდი, განცხადება გაავრცელე, პირიქით აკეთებს. თუ კი ის ბრალწარდგენილი იქნება, რა ემრთაება ნაციონალურ მოძრაობას, ქვესკნელში უნდა ჩაყვეს დათო კეზერაშვილს?ამდენი შრომა, ჯაფა, ენერგია, ოფლი, რამდენი დაიხარჯა ... ეს არის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება... იცით როგორი შთაბეჭდილება მრჩება,
... როდესაც კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაში აყენებ „ნაციონალურ მოძრაობას“ და თითქოს შთაბეჭდილება მრჩება, ბოდიში უხეში მეტაფორისთვის, შიდსით რომ ხარ დაავადებული ადამიანი და არავის არ უმხელ და რომ გაბრაზდები, ყოფილა ასეთი პრეცედენტები, წაგვიკითხავს, რომ გაბრაზებული ხარ საკუთარ თავზე და განგებ ცდილობ გადასდო ბევრ ადამიანს ინფექცია. ამას მაგონებს დათო კეზერაშვილი დღეს, ნაცვლად იმისა, რომ დისტანცირდეს ადამიანი, იმიტომ რომ შოკოლადში დღეს ბიძინა ივანიშვილი. ", - განაცხადა ნიკა მელიამ „TV პირველის“ ეთერში.