ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა პუტინის მიერ, დარწმუნებული ვარ შეთანხმებულია „ქართულ ოცნებასთან“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„„“ და არა ისე, როგორც ასაღებს ახლა „ქართული ოცნება“, თითქოს მათ ეს ჩვენსავით ტელევიზიით მოისმინეს. როცა მთელ საერთაშორისო ცივილიზებულ სამყაროს იზოლაციაში ჰყავს პუტინის რუსეთი აბსოლუტურად დამსახურებულად, როცა პუტინს რუსეთის მთავრობის დადგენილებით თავის მხრივ 49 სახელმწიფო არამეგობარ სახელმწიფოთა სიაში ჰყავს შეყვანილი და მათ შორის 27-ვე ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. როცა მთელი საერთაშორისო ფორუმებიდან რუსეთი არის გამქრალი, ვინაიდან საერთაშორისო იზოლაცია მათ ამ დონით და ამ ხარისხით შეეხო, ამ დროს საქართველო, ხელისუფლების მეცადინეობით ბელორუსიის რანგში ჩადგა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.