საქართველოს მთავრობას, მის პოლიტიკურად ამაზრზენ პრემიერს არავინ სთხოვს გააკეთოს პრიორიტეტიზაცია ბავშვების საჭიროებებს შორის! - წერს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში:
"საქართველოს მთავრობას, მის პოლიტიკურად ამაზრზენ პრემიერს არავინ სთხოვს გააკეთოს პრიორიტეტიზაცია ბავშვების საჭიროებებს შორის!
თუმცა ღარიბაშვილს მთავრობის სხდომაზე უტიფრად გადმოაქვს სამთავრობო ბოტებისა და ტროლების მიერ უკანასკნელი დღეების განმავლობაში გავრცელებული ბინძური ნარატივი!
არადა მას სთხოვენ მხოლოდ ნორმალური ან გაუმჯობესებული ცხოვრების შესაძლებლობას სულ 16 ბავშვისათვის.
სთხოვენ არა სხვა ბავშვების ხარჯზე, სთხოვენ არა ვიზუალური ეფექტისთვის არამედ ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად!
სთხოვენ ძვირიანი ურნების ნაცვლად, განახლებული ავტოპარკის ნაცვლად, სუბსიდირებული წარუმატებელი პროექტებისა და ნეპოზიტმით გაბერილი შტატის ნაცვლად!"