ამის შესახებ „ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
„მადლობა სალომე ზურაბიშვილს, საკუთარი დისკრეციული უფლების სწორ დროს და სწორი მიზნით გამოყენებისათვის!
სამართალი ხშირად ურმით, მაგრამ მაინც მოდის;
მნიშვნელოვანია სამართლის პოვნა სასამართლოში იყოს შესაძლებელი და ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრობა დასრულდეს", - წერს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა: ხელი ჯერ არ მაქვს მოწერილი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მე მივიღე დილის 10 საათზე