ხელი ჯერ არ მაქვს მოწერილი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მე მივიღე დილის 10 საათზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებასთან დაკავშირებით „ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
„გადაწყვეტილება მივიღე დღეს დილით, 10:00 საათზე. ჩავთვალე, რომ არ შეიძლება, ეს ახალგაზრდა ცხრა წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია, რადგან არის პროცედურები, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია. ამაზე ვფიქრობდი რამდენიმე დღე, თუმცა, ვიდრე არ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, ვერაფერს გადავწყვეტდი. ახლა არის პროცედურები. არ ვიცი, რამდენი საათი თუ დღე უნდა ამას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.