2001 წელს სამწუხაროდ  დავინახე, კონკრეტული ქმედება დავით კეზერაშვილის მხრიდან, რომელიც მიზნად ისახავდა პარტიის არა გაძლიერებას, არამედ დასუსტებას - ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

„წარმოიდგინეთ, როდესაც  უკვე თანამშრომლობა აღარ მქონდა მასთან, დაახლოებით  2022 წლის იანვრიდან, ამ დროს პარტიაში პარტიის გაკეთების მცდელობას აქვს ადგილი. აფუძნებს  ორგანიზაციას, რომელსაც ანტიკორუფციულს არქმევს, თავისთავად შინაარსი არ არის  ცუდი, არაჩვეულებრივი ახალგაზრდები მუშაობენ,მაგრამ ეს იყო პარტიაში პარტიის გაკეთების მცდელობა, როდესაც შენ პარტიაში შენი არაფორმალური გავლენით აფინანსებ რაღაც ორგანიზაციას და ამის თაობაზე, პარტიის თავმჯდომარე ინფორმირებული არ არის..  აქედან იწყებს ეს ადამიანი იმ პროექტის განხორციელებას, რომელსაც, მჯერა რომ ვერ განახორციელებს, ამჯერადაც კრახს განიცდის“ - აღნიშნა ნიკა მელიამ.