არ არსებობდა ჩემი საპარლამენტო სხდომის დარბაზში შესვლა და იქ არ ყოფილიყო გავარვარებული საპარლამენტო პროცესი - მსგავს რამეს ხედავთ ახლა? იქ არ ჰყავთ კობახიძე, მდინარაძე? - ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
„როდესაც ვიყავი პარლამენტის წევრი, არ არსებობდა ჩემი საპარლამენტო სხდომის დარბაზში შესვლა და იქ არ ყოფილიყო გავარვარებული საპარლამენტო პროცესი, მსგავს რამეს ხედავთ ახლა? იქ არ ჰყავთ კობახიძე, მდინარაძე? ბატონები როლებიც ეთერებში დადიან, საუბრობენ სააკაშვილის დახსნაზე, თუმცა არანაირ გეგმას არ წარმოადგენენ დღემდე. ამავე დროს არიან მოქმედი პარტიული მაღალი თანამდებობების პირები, მოქმედი პარლამენტის წევრები. რაიმე აქტივობა გახსენდებათ საკანონმდებლო ორგანოში, მე ვუშლი ხელს, მე არ ვავალებ?!“- აღნიშნა ნიკა მელიამ.