ახლა ბატონი კეზერაშვილი და ბატონი მერაბიშვილი ერთი მთელი არის -ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
„შიდა პრობლემები, რომელსაც თქვენ ვერ ხედავდით და ბევრ მათგანს ვერც მე ვხედავდი, არსებობდა ამ პარტიაში, რატომ არსებობდა? - არა იმიტომ რომ ნიკა მელიას არწმუნებდნენ, ამა თუ იმ გეგმაზე ხორცის შესხმას და ნიკა მელია, როგორც ძლიერი პარტიული ავტოკრატი ვჩაგრავდი ვინმეს, ლიდერებს და ბრძოლის ასპარეზს არ ვაძლევდი, ეს არის აბსურდი. რამდენიმე დეპუტატის გარდა აქტიურობას ვერ ვხედავ და გამარჯვების შემდეგ გადაწყვეტს პარტია...
მიმდინარეობდა შეთქმულების პროცესი, როგორც ახლა ჩანს, შესაფერისი მომენტის მოძებნისთვის იყვნენ მოწადინებულნი და დროს ამაში ხარჯავდნენ, როდის გადაედგათ ნაბიჯი. ეს პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ 2020 წლიდან, ჯერ ბატონი კეზერაშვილი მონაწილეობას არ იღებს, ახლა ბატონი კეზერაშვილი და ბატონი მერაბიშვილი ერთი მთელი არის, მერაბიშვილი გლდანში მიშლიდა საარჩევნო შტაბს. უბრალოდ, ამის შემდეგ მერაბიშვილმა მომენტი ვერ გამონახა, რომ ეს შეტევა წამოეწყო“- აღნიშნა ნიკა მელიამ.