პრეზიდენტმა ფარცხალაძე საქართველოს იურისდიქციაში სრულად დატოვა ნებისიმიერ დანაშაულზე პასუხისმგებლობის მიზნით,- ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„ზურაბიშვილმა ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა, ფორმულირებით: "სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია ის უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე." 
სამართლებრივ ენაზე რომ ვთარგმნოთ, საქართველოს იურისდიქციაში სრულად დატოვა ნებისიმიერ დანაშაულზე პასუხისმგებლობის მიზნით 🙂 ახლა ვერც დასავლეთს ეტყვი, რუსეთში გაიქცა,ჩვენი მოქალაქე არაა და ექსტრადიციას ვერ მოვითხოვო. აქაა და აღარც უნდა გაუშვა არსად - უნდა დააკავო აქ და ახლა“,- წერს ნიკა გვარამია.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ამ ეტაპზე ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.