ესაა ქოცობა სწორედ: ნანა ყეინიშვილი დანიშნულია და მისი განათლება მისაღები. გიორგი ბაქრაძე ჩაგდებულია და მისი განათლება - მიუღებელი - ტვ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება, სადაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები დაამტკიცეს.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ქოცებს ნანა ყეინიშვილი აურჩევიათ. არც მეტი, არც ნაკლები - ნანა ყეინიშვილი (ვინც არ იცით, დაგუგლეთ). ამ წინადადებას გაგრძელება არც დასჭირდებოდა, რომ არა რამდენიმე კვირის წინ ქოცების მიერვე ამავე თანამდებობაზე გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის ჩაგდება. და არა უბრალოდ ჩაგდება, ვინმე ეკა სეფაშვილის მიერ (ესეც დაგუგლეთ, ვინც არ იცით) ბაქრაძის განათლების დაწუნება. გიორგი ბაქრაძის, არც მეტი, არც ნაკლები. ხოდა, ესაა ქოცობა სწორედ: ნანა ყეინიშვილი დანიშნულია და მისი განათლება მისაღები. გიორგი ბაქრაძე ჩაგდებულია და მისი განათლება - მიუღებელი.

პარლამენტმა ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩია